მარტის დღეები
მზის სხივებივით ოქროსფერი გათენდა დილა, და თვალებს მიღმა ლოცულობენ სულში ნიმფები, მე გაზაფხულის ოცნებები მახვევენ თავბრუს, მარტის თვესავით ამერია კვლავ ნაბიჯები. კაპილარებში სისხლი დუღს და იწვევს ცხელებას, ტახიკარდიას გამოიწვევს შენზე ფიქრები, დაუსრულებლად მეყვარები ვფიცავ განთიადს, და ჩემო სულაც ,მე გაზაფხულს ვეთაყვანები. მარტის თვესავით ამერია მე ნაბიჯები, და მივუყვები ქუჩებს,სადაც სავსე მთვარეა, ნუ აგერევი სხვებში ვიდრე კარგად არ მიცნობ, და ნურც ლოთივით დაიჟინებ,ცელქი ქარი ვარ. ნამთვრალევ თვალებს ხასიათი დარჩათ მარტის და, ნამთვრალევ ტუჩებს აერევა სურნელი ქარის, შენ ოქროსფერი სხივებივით, სავსე თვალებით, დაგახვევ თავბრუს მარტივით და ლანდებს აყვები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი