უსახლკარო მსახიობი
მე და შენ ერთად,სიცოცხლეზე უფრო მეტი ვართ, მეტი ვართ,ვიდრე ქარი,წვიმა და განთიადი, თვითონ ბობოქარ ზღვაში ვცურავ,შიშველი სულით და ეს სიშიშვლეც არის მეტი ვიდრე დღეს ყველა. მე და შენ ერთი,ერთი გვქვია,სიცოცხლე მიყვარს, რადგან,ჩვენს შვილებს უსაზღვრობა არ გააჩნიათ, რადგან,მათ თვალებს უფრო მეტი სითბო აქვთ,ვიდრე ვიდრე სამყაროს,ერთმანეთს რომ წიხლით უვლიან. მე და შენ ისევ,განთიადი შემოგვეპარა, როცა სიყვარულს ფიცულობდა შენი ტუჩები, და ისევ მზერა,სავსე ტრფობით,სინაზით,თრობით, რომ მთვარის სხეულს შევხიზვნოდი,ურჩი ლოთივით. მე და შენ,ვერა ვერ გაგვრიყავს ნაპირს მდინარე, ერთურთს ვერ გაგვყრის,ვერც ზვირთები,პირქვე მდინარე და თუნდ შეშლილი,თუნდაც ლოთი ფიქრი დამარქვი, შენს გულში ვსახლობ,უსახლკარო მსახიობივით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი