...


ფერთა გამა ერთობ, საოცარი ნაზი,
შენს თვალებში ვეჭვობ, რომ ზაფხული ჰყვავის,
შეფერადდა ზეცა, ნარინჯისფერს ერთვის,
ჩემს სულშიაც აღწევს სურნელების კვალი.
მზერა ურჩი, ჩქარი,მელოდიას ვერ ვთმობ,
მჯერა გაგიჟდები,ჩემი სულის ქნარით,
ნუ მომისმენ ჩემო,ვიცი დაიღლები,
მე სიგიჟეს ვლამობ,მე სამყაროს ველტვი.
ვერ გელევი იცი, როგორც მხატვარს ტილო,
გელოდები მორცხვად და მოხიბვლას ვცდილობ,
აირია თავში აზრთა წყობა, ფიქრი,
შენს სარკეში ჩემო, ვუმზერ თრობის ღიმილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი