აფორიზმები
ძლიერები იმითაც არიან ძლიერები, რომ დამარცხებასაც ისევე ღირსეულად ხვდებიან, როგორც გამარჯვებას. Die starken Menschen sind nur deswegen so stark, dass sie sogar die Neiderlage würdig erleben können. ხარბი ყველაფერს თვალებით ჭამს. Der gierige Mensch isst alles mit Augen. ღმერთმა ადამიანს თავისი სახე მისცა, ეშმაკმა კი ნიღაბი მიაწოდა - გამოიყენეო. Gott gab jedem Menschen sein Gesicht und der Teufel allen die Maske. მტრები ჭკუას გვასწავლიან, მოკეთეები კი ჭკუას გვარიგებენ. Feinde lehren, Nächste aber geben uns Ratschläge. მტრის მტრობა ვერ გაგტეხავს სულიერად ისე, როგორც მოყვრის უგულობა. Die Feindschaft des Feindes schadet einem seelisch nicht so sehr, wie die Herzlosigkeit des Nächsten. სიკვდილის სასამართლო უმართავია. Das Gericht des Todes ist nicht zu regieren. სულელს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი. Der Dummkopf hat Antworten auf alle Fragen. ცხოვრება მასპინძელია, ისე გაგისტუმრებს როგორც უნდა და არა ისე, როგორც გეკადრება. Das Leben ist Gastgeber, das dich so bewirtet, wie es selbst will und nicht so, wie du das verdienst. ცარიელ სოროში თაგვიც არ ჩერდება. In leerer Höhle kann sogar die Maus nicht halten. ხუმრობა ღიმილში ნათქვამი სიმართლეა. Scherz ist die mit Lächeln gesagte Wahrheit. სხვისი ცრემლები ცივია, საკუთარი კი ცხელი. Tränen der Anderen sind kalt, die eigenen aber – heiß. ცხოვრება სიზმარია, სიკვდილი კი სიზმრიდან გამორკვევა. Leben ist Traum, Tod aber – Aufwachen von diesem Traum. ეფექტი წამიერია, ეფექტურობა კი წლებს ითვლის. Effekt ist augenblicklich, Effektivität zählt aber Jahre. თვალზე მომდგარი ცრემლი თვითონვე შრება, მთავარი ისაა, გულში ჩაგუბებულ ცრემლს ვინ ამოგიშრობს. Die Tränen in Augen trocknen selbst, wichtig ist aber, wer dich die im Herzen getauten Tränen austrocknen kann. ავადმყოფი სიკვდილს ებრძვის, ჯანმრთელი კი ცხოვრებას. Der Kranke kämpft gegen den Tod, der Gesunde um sein Leben. თუ შეგატყვეს რომ გეშინია, მტერი როგორც შინაურ ცხოველს ისე მოგათვინიერებს. Wenn man ahnt, dass du Angst hast, dann kann dich der Feind wie ein Haustier unterordnen. ცისარტყელა სამოთხიდან ატყორცნილ სხივთა კრებულია, რომელშიც შავი ფერი არ ურევია. Der Regenbogen ist die Sammlung der vom Paradies geworfenen Strahlen, in der die schwarze Farde nicht vermischt ist. რასაც ბედი ვერ მოგიტანს, თავად უნდა ისახსოვრო. Was das Schicksal dir nicht bringt, sollst du selbst gewinnen. უზრდელი ადამიანი, ვერც თავის უზრდელობას ხვდება და ვერც სხვის ზრდილობას ამჩნევს. Der unhöfliche Mensch kann sowohl seine Unhöflichkeit, als auch die Höflichkeit der Anderen nicht bemerken. მტერი ისეთად დაგახასიათებს, როგორიც უნდა რომ იყო. Der Feind wird dich so, charakterisieren wie du seinem Wunsch nach sein musst. სუსტი ადამიანები ყოველ წუთში იცრემლებიან, ძლიერები კი წლების შემდეგ ტირიან. Die schwachen Menschen tränen jeden Augenblick, die starken aber weinen erst nach den Jahren. ქურდობა ნიშნავს, მუდამ მგელივით თავს ესხმოდე და სულ კურდღელივით იმალებოდე. Der Diebstahl bedeutet immer wie ein Wolf anzugreifen und wie ein Hase zu fürchten. მტერმა თუ გაგაბოროტა, ჩათვალე რომ მოგერია. Wenn du vom Feind böse geworden bist, dann musst du ahnen, dass der Feind dich besiegt hat. ცხოველიც კი იმ ადამიანს იყვარებს, ვისი ნდობაც აქვს. Auch das Tier liebt jenen Menschen, dem es glaubt. ბედნიერს თვალები უბრწყინავს, უბედურს კი მხოლოდ თვალის სინათლე აქვს. Dem glücklichen Menschen glänzen die Augen, der unglückliche aber hat nur Augapfel. ბოროტს სხვისი მოყვანილი ტკბილი ცხოვრება, მასზე წართმეული ჰგონია. Der böse Mensch meint, dass das süße Leben des Anderen ihm weggenommen ist. სიყვარული დიდია და უსაზღვრო, მაგრამ იგი ისე პატარა ადგილს ითხოვს ცხოვრებაში, რომ თვით მერცხლის ბუდეშიც კარგად თავსდება. Liebe ist groß und grenzenlos, aber sie fordert im Leben so einen kleinen Platz, dass sie sich sogar im Nest der Schwalbe gut unterbringt. ბავშვი ბავშვია მანამ, სანამ მის თვალწინ ცხოვრების ფარდა აიწევა. Das Kind ist nur solange ein Kind, bis vor seinen Augen der Vorhang des Lebens nicht aufgeht. ცხვარი თხას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, პატრონმა მას მიმაბარაო. Das Schaf folgte der Ziege auf Schritt und Tritt. Es will ihr von Besitzer eingehändigt sein. ზოგჯერ კაცს ჰგონია, თაგვივით ტანიც იქ გაეტევა, სადაც თავი გაუვა. Der Mensch meint manchmal, dass er wie eine Maus mit Körper dort durchgehen kann, wo er sich mit Kopf leicht tut. ფული იმად იქცევა, რა კაცის ხელშიდაც მოხვდება. Zu was Geld wird, hängt davon ab, im wessen Hand es gerät. დარდიც ცხოვრების ბარგია. Auch der Kummer ist die Fracht des Lebens. სიღარიბე მტერია, მთელი ცხოვრება ვერც გაექცევი და ვერც დაემალები, უნდა შეძლო და შეებრძოლო, რომ როგორმე დაამარცხო იგი. Armut ist der Feind, vor dem man nicht fliehen und sich verstecken kann. Man muss gegen sie kämpfen, um sie irgendwie zu besiegen. დედამიწა ღვთის გულია, რომელშიც ბოროტი და კეთილი ერთად ცხოვრობს, ამიტომაც უყვარს ღმერთს ყველანი განურჩევლად. Die Erde ist das Herz des Gottes, in dem die bösen und gutherzigen Menschen zusammenleben. Genau deshalb liebt der Gott alle ohne Unterschied. . თუ ძლიერი ხარ, სუსტი კი არ უნდა დაჩაგრო, შენს გვერდით ცხოვრება უნდა შეაძლებინო. Wenn du stark bist, musst du den schwachen Menschen nicht unterdrücken, sondern ihm helfen, damit er neben dir leben kann. უჭკუოსგან ჭკუის დარიგებაა გამაღიზიანებელი, თორემ ჭკვიანისგან დარიგება სასიამოვნოცაა და სასარგებლოც. Die Belehrung von Wahnsinnigen ist zu ärgern, sonst ist sie von klugen Menschen sowohl angenehm, als auch nützlich. ცხოვრება ისეთია, გულში ხანჯლის ჩაცემას რომ დაგიპირებენ, გულის მაგივრად ქარქაში უნდა დაახვედრო. Das Leben ist solches, wenn jemand vorhat, dir den Dolch zu stießen, musst du ihm nicht mit der Brust sondern mit der Scheide begegnen. ქრისტეს ცრემლების საიდუმლოს მაშინ ჩასწვდებით, როცა ღალატის ცრემლები დაგწვავთ. Man kann das Geheimnis der Tränen von Christus nur dann begreifen, wenn man sich an den Tränen des Verrates verbrennt. მდიდარი გზას ადგას, ღარიბი გზას ეძებს. Der reiche Mensch steht auf dem Wege, der Arme aber sucht einen Aus weg. ძუნწი შოვნისას ორმაგად ძუნწდება. Je mehr der Geizhals verschafft, desto geiziger wird er. უდარდელობა მარადიული სატანჯველიდან გათავისუფლების მცირედი წამებია. Die Sorglosigkeit ist wenige Sekunden der Befreiung vom ewigen Leid.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი