ყაყაჩო


კოცნა მოვპარე ყაყაჩოს
და თითქოს უფრო გაწითლდა,
გულს ჩავიხუტე ყვავილი,
აპრილმა თვალი ჩამიკრა.
ყაყაჩო ჩემი მამულის
ვაჟკაცთა სისხლის კვალია,
მისი ლამაზი სიწითლეც
იმათი ხსოვნის მადლია.
სწორედ ამიტომ ვეხვევი 
და ვეტრფი კაბაბრიალას,
აპრილმაც მწვანე წამწამი
ამიტომ ააშრიალა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი