მომავალ წლამდე


დარაბებს ჩაკეტავს თებერვალი მომავალ წლამდე,
შეგიყვარებდი ცოტათი,რომ გაზაფხულს ჰგავდე,
ისე მყინავდა შენი სუსხი,ცივი დღეები,
  გაშიშვლებული არე მარე,შენი ხელები.

ხვალ უკვე მარტი ჩაიბარებს ყველა სადავეს,
ზამთარი ზურგით დგას,ცდილობს არ გატყდეს,
 შემოაბიჯა გაზაფხულმა ფერადი კაბით,
და თებერვალმა მოინდომა დარჩენა ლამის.:):)
 ნათია ვაშალომიძე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი