გაზაფხული


დედამიწის ხშირი სუნთქვა შემომესმა,
 თუმც რა მიკვირს,როცა ტანზე თვით ფერები შემოეცვა.
გულიც როგორ ბაგიბუგობს დამიხედეთ,
ამ კეკლუცმა ყვავილებმა,ფლირტი როგორ გაგიბედეს?

გუშინ მინდვრის დედოფლებთან შევამჩნიე,
დავინახე შენს მკლავებზე ყველა როგორ შეარხიე,
თვალს,რომ უკრავ მაგ გვირილას რა გგონია,
არ დარჩება,ეს სიანცე მხოლოდ მისი როლია .

 დედამიწას დაავიწყდა მგონი,რომ ყავს ცოლები,
მოიკაზმა ,მოინდომა გაზაფხულის ნორჩები,
ერთი ამას დამიხედეთ,განაცხადა ვშორდები,
თუ თქვენ ყველა არ მეყოლეთ უსიცოცხლოდ მოვკვდები.

 იმ დღის შემდეგ დედამიწა შეუთანხმდა გაზაფხულს,
ყველა ერთად მოეყვანა რაც ძალუძს,
 ასე გაჩნდა გაზაფხულის,ეს ფერადი ქალები,
დედამიწას კი ამ დროზე სხივი უნთებს თვალებში.

ნ.ვაშალომიძე:)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი