ოჯახთან ერთად
დილით კისკისით, ვიღვიძებ, ოჯახს შევყურებ ვტკბები, ყველანი ერთად ვვარჯიშობთ, მშობლები და და-ძმები. სუფრასთან შევიკრიბებით, მოვყვები სიზმრად რა ვნახე, რომ მზე დასძლია მთვარემ დადგა ზღაპრული ღამე. მერე ცეკვაზეც წავალთ, კითხვები ყველგან მსდევენ და პასუხებსაც მშობლები, მონაცვლეობით მცემენ. თამაშს გავნაგრძობთ ერთად თან ვიგებთ ახალ ამბებს, დღის წესრიგში ვრთავთ ხალისით ჩემს პაწაწინა დაძმებს. ოჰ, რა კარგია ბავშვობა რა სუფთაა და რა ნაზი, გვქონოდეს მთელი სამყარო ჯადოსნური და ლამაზი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი