ესეც ჩაივლის


ჩემო ინფიცირებულო დედამიწავ,
როგორც სხვა თვეები, გავა მარტიც,
ისევ ათქვირდება აპრილი და
წარსულს ჩაბარდება შენი დარდიც,

ესეც ჩაივლის ჩემო კარგო,
როგორც ყველა მტერი გაბრუნდება
და ჩემო ქვეყანავ ძველებური,
შენი სიდიადე გაბრწყინდება,

ესეც ჩაივლის და გაიღება,
ყველა სარკმელი და ყველა კარი,
ყველა დასრულს აქვს დასაწყისი,
უფრო საიმედო, უფრო მყარი.

ისევ იმღერებ და იდიდგულებ,
ჩემო უკვდავებავ სანატრელო,
ისევ სიყვარულით შემოვძახებთ,
ჩვენი გამარჯვების სადღეგრძელოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი