სიყვარული


სიყვარული სიმშვიდეა სულის,
სილაღეა ერთობლივი ფრენის,
წყაროცაა, მოჩუხჩუხე უკვდავების,
ივსები და ნეტარებით ტკბები.

სიყვარული მწვერვალია პოეზიის,
ერთიანი გულია და გონება,
არ არსებობს,სამყაროში სულიერი,
ვინც შეძლებს და მას არ დაემონება.

სიყვარული ეს სიცოცხლის წყურვილია,
ორი გული, როგორც ერთის ფეთქვა,
სიყვარული ღვთისგანაა მოვლენილი,
ის სიტყვაა,სულ რომ გსურდა გეთქვა.

სიყვარული,შემეცნებით სიცოცხლეა,
მხოლოდ ერთხელ, ინთება და ქრება,
და თუ შენში ჩვეულებად გადაიქცა,
არასოდეს! არც არასოდროს კვდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი