ოჯახი
,,ოჯახი"-რა დიდი სიტყვაა სათქმელად, და იტევს რამხელა გრძნობათა ნაკადულს, ვერ აღწერს სიტყვები მას შესაფერისად, ცხადად რომ დაეძებ, სიზმარში დახატულს. ვერ ვხატავ ,ჯერ არ გვაქვს საკმაო ფერები, მცირეა, არ მყოფნის ფუნჯი და მელანი, არ მყოფნის ცათმბჯენის სივრცე და მანძილი, არ არის ადვილი რომ ,,ჩასვა" ყველანი... ო-ჯახ-ი ეს დიდი უსაზღვრო მცნებაა, სამყარო რომ ნატრობ და გელოდებიან, ემოციებით სავსეს და გულდაღლილს, მხურვალე გრძნობებით რომ გეგებებიან, ბრუნდები სახლში და ყველაფერს გავიწყებს, შენი თბილკედელა და მყუდრო ოთახი, ვარ უძლევი და დაუმარცხებელი გვერდით მყავს დიდი და ლამაზი ოჯახი❣
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი