ვედრება
ღმერთო ძლიერო რამდენს გვწყალობ და რამდენს გვპატიობ რომ კვლავ ფეთქავდეს დედამიწა ცოდვებით სავსე ღმერთო ძლიერო ჩვენი ლოცვა ვიცი რომ გესმის გესმის ვედრება, ასე სუფთა და ასე მხურვალე დაე, წაიღე ყველაფერი არს შენეული შენს მოწყალებას უზომოდ ვართ შემოჩვეული სიღრმით სიღრმემდე რომ მოვიკიდოთ ყველგან ფესვები წლები გვიბოძე ერთმანეთზე უკეთესები, ღმერთო, მოწყალევ, მოგროვილი ღრუბელი ფანტე და ეს სიცოცხლე,ამ ერთხელაც გრძნობით მოგვანდე. მოგვანდე ნდობა,გაგვიქარვე შიში გრძნეული, შენდამი რწმენას მოჯაჭვული შემოჩვეული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი