მეორედ მოსვლა...


მეცნიერთა მიმბაძველებს აღარ დარჩათ სიახლე და რამე მოუგონებელი,
კლონირებული ცხოველი (არამარტო)  მცენარე მანათობელი,
საუკუნის მარადმწვანე, აწ   გამხმარი ბაობები-არაინფიცირებული...
უჩვეულო სიახლე და  გაჩენილი ვაი სიცოცხლე   „გენმოდიფიცირებული“

მიწა,წყალი,ჰაერი და ცეცხლი, ოთხივე სპექტრი ერთად  შეშლილა,
დაუდევრობით და შურისძიებებით, სამყარო სულ მთლად შეცვლილა,
მადლი აღუგვია, მიწისგან პირისა, თითქოს გამქრალა ნათელი,
ჩამოღვენთილა და ცრემლად ჩამომდნარა, უკანასკნელი სანთელი,

აქეთ ქარიშხალი,იქეთ ვულკანია, მეწყერს დაურაზავს მთავარი კარია,
სადღაც ხანძარია იწვის ყველაფერი,სადღაც წყალდიდობას მიაქვს ქალაქები,
ლექსიც აირია , აღარ ირითმება ,  ეს  ,,ახალი  ერა“   ყველამ დაიჯერა!
გაქრა გზები და მარტივი მიმოსვლა,ცოტაცდა ვიხილეთ მეორედ მოსვლა...

ამბები ისეთი უჩვეულოა და ისე უცნაური კავშირსაც  ვერც ვხვდები,
ღვთის მოსავიც კი ძებნად ქცეულა:_ღმერთს სადა აქვსო ღვთიური ფესვები,
რას ვხედავ, რა მესმის   გაოგნებისაგან  ვცდილობ და  ფეხზე ვერ ვდგები,
ისევ თუ შენდება ნოეს კიდობანი, ადგილი გვიბოძე ღმერთო გევედრები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი