შავი ვარსვალავი
მზე, მთვარე და ვარსკვლავები, ერთნაირად ანათებენ დედამიწას, სანამ სამნი, ძალებს აწონასწორებენ, ამ ქვეყნიდან რა სიკვდილი მე წამიყვანს... დილით ფილტვებს ანიავებს ალიონი, მზე ამოვა, აადუღებს სისხლძარღვებს, მერე მთვარე ჩამღიმილებს,თვალს ჩამიკრავს, გამამხნევებს სიყვარულით ნაწამებს, ბედნიერი დილა დგება მხოლოდ მაშინ, როცა ზეცას ვარსკვლავთ ჯარი შეარხევს, გადმოხედავს მიწას, მაღლით მედიდურად, და ჯადოქართ სიბრიყვის შხამს შეანთხევს, რა ფერია ნეტა ზეცად ვარსკვლავები, სიკაშკაშით სახელი რომ გაუთქვიათ, მზის გარეშე, საერთოდ თუ ანათბენ, სიცოცხლისთვის კოცონი რომ დაუნთიათ. რომ განაგებს ადამთ მოდგმის დაბადებას, თვალში ეკლად გახლართული წამწამი, ზოგჯერ ყველა მოციმციმეს ერთად ჩრდილავს, ბედთ მჩხიბავი, დიდი შავი ვარსკვლავი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი