სიტყვის ეკონომია


ერთმა სიტყვამ ჩაანაცვლა,ბევრი ტრადიციული,
მოკითხვა და მისალმება, კოცნა ამბიციური...
როგორა ხარ,საით იყავ, არც ვის აინტერესებს,
არც ჭირს ელის, არც ლხინი სურს, კორონაზე გატესტეს...
ქმედებებზეც აისახა,ქრება როგორც ვივუსი,
,,მობრძანდიც“ კი იმალება,  ეშინია  ვირუსის...
არც არაფრის ახსნა უნდა, ვშიშობდით და გამართლდა,
მთელი წინადადებები ერთი სიტყვით ჩანაცვლდა.
უჩვეულო ჟამი დგება,გამეფდა პანდემია,
თქვი ,,კორონა ‘’ გაკეთდება,  სიტყვის ეკონომია,
სულ არ უნდა განმარტება,არც პიარი ნათქვამის,
აღარც გამარჯობაა და აღარც კიდევ ნახვამდის.
ყველგან უმოქმედობაა,  აღარ დავალთ ორ-ორად,
ყველაფერს დაეპატრონა, ერთი სიტყვა კორონა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი