მალე სკოლაში წავალ


აი, უკვე საზეიმოდ,
საბავშვო ბაღს ვამთავრებ,
მალე სკოლაშიც წავალ და
ოჯახსაც გავახარებ.

ბაღში ბევრი რამ ვისწავლე,
და სულ თამაშ- თამაშით,
სკოლისათვის მზად გახლავართ,
დამერწმუნეთ ამაში.

დათვლაც ვიცი, ანგარიშიც ,
კარგად ვარჩევთ ფერებს,
თვალხატულა  ,,აი ია "
ძილშიც კი მამღერებს.

სკოლის მერხს რომ მივუჯდები,
ვიბეჯითებ გპირდებით,
გამახარებთ მეგობრებო,
თუკი გამეჯიბრებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი