სხვანაირი


რა სხვანაირი დროა,
,,კორონეულად"  ვღელავ,
ვერავის ვცნობ და ვწუხვარ
იქნებაც თვითონ  ,,ვერ ვარ"😅

დღეც სხვანაირად ანათებს,
მზეც სხვანაირად გვათბობს,
ვარსკვლავი გადამალულა,
მთვარე მაიმუნობს, ანცობს...

ზეცას შეხსნია საკინძე,
სისხლის ცრემლები მოწვეთს,
ღმერთო, ასეთი რა ცოდვა,
ადამის დღიდან მოგვსდევს...

ქარი ქცეულა გრიგალად,
სიო სად გაქრა ნეტა?!
ბავშვები სკოლას ნატრობენ
სადა ხართ ქართლის დედა?

მინდა უბრალოდ გათენდეს,
და ეს ზმანება გაქრეს,
რომ დილა უფრო კაშკაშა,
უფრო ,,მკაფიო" გახდეს.

ღმერთო გთხოვ, გემუდარები,
რომ ეს სურვილიც ახდეს,
გვინდა რომ ჩვენი ცხოვრება
ჩვეულ ყოფაში ჩადგეს🙏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი