სიყვარულით ვწეროთ
იქნებ მეტი პოზიტივი რომ მოვიხმოთ, უფრო მეტი სიყვარულით ვწეროთ, იქნებ ცოტა მეტადაც კი გავძლიერდეთ, ცრემლიანი გული ავამღეროთ... აღარ გვინდა ისეც მძიმე რეალობის, დამძიმება, ისიც კოვიდ დღეებში... რაც ცუდია უთქმელადაც კარგად მოჩანს, აღარ უნდა გამუქება ფერებში... სიკეთე გსურთ, ჰოდა რამე კარგზე წერეთ, ეს სამყარო მართლა თავზე დაგვემხო? ეს ამდენი ტრაგედია და ცრემლები სავიშვიშოდ, საკმარისად არ გვეყო? გეხვეწებით, ცოტა ხანი გადაერთეთ, მთელი გულით მოგავედრებთ, იცი რას მეც მადროვეთ, დამაცადეთ ცოტახანი, სული უნდა განვიწმინდო, გული ხელით მიჭირავს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი