რა ვქნა?!
რა ვქნა ღმერთი, მომიტევე ესეც, გულმოსული საყვედურს რომ ვბედავ, თუ ერთ დღესაც ვერ აჩუქებ მბრწყინავს, მაშ ამქვეყნად რაღად ავლენ ბედშავს? სიმწრის ოფლით დათუთქული ბავშვობა, აზელილი ფერდაკარგულ შიმშილში, მერე უფრო ძნელი ახალგაზრდობა, ცრემლს ფესვები რომ გაუდგამს სიცილში... თვითსიმშვიდე: _მეშველება სიბერეში! იფურცლება ეკლიანი დღეები, თუმცა ისევ სიდუხჭირე სიბევრეში, სულ საქმეში გადამჭკნარი ხელები... მერე ვითომ დაბადების სიხარული, ,,წასულებით" ცოცხალმკვდარი გული, ,,უკბილობით" ფრთაშესხმული სიყვარული, _ ვაი, ღმერთო! _დაუსვენე სული... ,,დაასვენე" დატანჯული სხეულები, სამყარომ რომ წისქვილივით დაფქვა... საწუთრო რომ ისე მძიმედ მოილიეს, თვით კალამიც შეკრთა, სცადა, ვერ თქვა! ოჰ, რამდენი, ეხ, რამდენი დამრჩა გულში, უმწეობით მეფერფლება გონება, რავქნა ღმერთო, გულისტკენით შემოგვედრი აქ არ ესწრათ, იქ აჩუქე ცხინება🙏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი