დამალობანა


უნდა მოვასწრო სათქმელი ,სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავთ
და სანამ მთელი სამყარო,სახეშეცვლილა სულმთლად,
მინდა ყველას და ყოველგნით,გკითხოთ რომ როგორ მყავხართ
და აქედანაც მოგძახოთ,მახსოვხართ და მიყვარხართ!

2020 წლის 21 მარტი გათენდა ,ჯერ მეხსიერებას ვკითხე ვინ იყო ამდღეს იუბილარი რომ მიმელოცა, შემდეგ სოცქსელს გადავავლე თვალი,როგორც ყველა დღე კალენდარზე ეს დღეც მნიშვნელოვანია:
21მარტი -დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, მესაზღვრის პროფესიული დღეც, ასევე მნიშვნელოვანი ქართული ჟურნალისტიკის დღე,კიდევ ვინ იცის რამდენი დღესასწაულია და როგორ ზეიმობდა და გუგუნებდა ქვეყანა ,დღეს კი,დღეს ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც მთელი ქვეყანა დაუზაფრავს,საგანგებო მდგომარეობაა,რომელიც ამდილით გამოცხადდა და ძვალრბილში გაიტანა ახალი ვირუსის COVID-19-ის შიშმა. უკვე ტელევიზორის მიმართაც გამიჩნდა ფობია ,მაგრამ ცნობისმოყვარეობა ხომ უძლეველია,
თითქმის ყველა არხი იმაზე საუბრობს
რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა:

⚠️ეს არის სიტუაცია, როდესაც უშუალო საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ქონებას, ან გარემოს;
⚠️საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს: იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები;
⚠️საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა;
⚠️დგინდება საჯარო მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
⚠️იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
⚠️მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციების, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტულ საქმიანობის განხორციელება;
⚠️აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურეობასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
⚠️მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვევებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზებება;
⚠️საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.

გონს რომ მოვიდე ფანჯრებს ვაღებ , მაგრამ ვხედავ ჟანგბადი საკმარისი მაინც არაა, აივანზე გავდივარ და ვცდილობ აზრებს მოვუყარო თავი, იქნებ ამ ყოველივეს ჰქონდა მისია: იქნებ ეს იყო ის ძახილი რომელიც ემიგრანტებს ოჯახებში დააბრუნებდა, ბავშვები გაიხარებდნენ მშობლების სახლში ყოფნით, ამაღლდა ადამიანთა თვითშეგნება, საზოგადოება უფრო ჰუმანური და ჰიგიენური გახდა, დაფასდა მეცნირთა, წესრიგის დამცველთა და მედიცინის მუშაკთა საქმიანობა, ახლობლების ერთმანეთი გაახსენდათ, დაობებულ წიგნებსაც მაოცილეს მტვერი, აღარ არსებობს პოზიცია და ოპოზიცია, თითქოს მთელი ქვეყანა საერთო გამოცდას აბარებს, ერთსულ და ერთხორც, ერთმუშტად შეკრული.
ეზოში გამქრალა ბავშვების ხმაური , მისტიური შიში დამეუფლა, უკან შემოვბრუნდი, ჩემი შვილები რომლებიც არასოდეს ინტერესდებოდნენ საინფორმაციოთი ახლა თვალს აღარ აშორებენ ახალ ამბებს, ისეთი კითხვიანი თვალებით შემომცქერიან ღმერთის გარდა ვერავინ მიშველის პასუხის მოსაფიქრებლად, ვიღიმი და ისე უჩვეულოდ დადებითი ემოციით ვიწყებ რაღაც ამბავს რომ თვითონაც გამკვირვებია საკუთარი თავის, ვცდილობ ოჯახის წევრები გავამხნევო, მაგრამ ვხედავ თვითონ მეცლება ღონე და ძალების მოსაკრებად მესენჯერ ჯგუფში ვიხედები; რამხელა პოზიტივია გარშემო, მაგრამ უკვე სმაილებსაც შეყრიათ ფობია, ცხოველებიც თათმანით და პირბადით დადიან...ვცდილობ პოზიტიური პოსტი დავდო, არ გამოდის, ან იუმორში გადადის ან დაფარულ ცრემლში იხრჩობოდა , ისევ საინფორმაციო გადაცემებს ვუსმენ: მსოფლიოს მასშტაბით, 21 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 301 513 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 94 625 განიკურნა, ხოლო 12 954 გარდაიცვალა
ვირუსი მსოფლიოს 186 ქვეყანაშია გავრცელებული.
სპეციალურად შექმნილი საიტის www.worldometersმონაცემებით, ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ინფიცირებული ჩინეთშია, სადაც 81 008 შემთხვევაა დაფიქსირებული, შემდეგ მოჰყვება იტალია, ესპანეთი, ამერიკა, გერმანია. დღეს იტალიაში გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა.
საქართველო – სულ 56 ; განკურნებული 1; ახალი შემთხვევა - 5 ; გარდაცვალება არ დაფიქსირებულა; გადის მკურნალობას –48; მათ შორის 5 ბავშვი
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია 50 წლამდე კაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. 29 თებერვალს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა თითქმის ყველა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, 20 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტები დროებით დაიხურა. კვების ობიექტების ნაწილი კი ე.წ გატანის სერვისზე გადავიდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა ამისთვის სპეციალური დეკრეტი გამოსცა.

ამავე თემაზე საუბრობენ ტელეფონზეც, არ სრულდება კითხვების წყება:
რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?
როგორია კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები?
როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?
რა უნდა გავითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს? – რეკომენდაციები...
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები
რით განსხვავდება ერთმანეთისგან COVID-19 და გრიპი?
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე
რას ღონისძიებები გატარდება საგანგებო მდგომარეობის დროს?
რა უცნაური დრო დადგა, დამალობანას ვთამაშობთ, ერთმანეტს ვემალებით, ისევ ერთმანეთის საკეთილდღეოდ რომ შეხებით, ჩახუტებით, კოცნით ერთმანეთს სიყვარულის ნაცვლად ინფექცია არ გადავდოთ, ვირუსსაც ვემალებით, როგორც ყველაზე შენიღბულ, ყველაზე უხილავ და ამავდროულად ყველაზე დაუნდობელ მტერს...
ყველა ქართული ტრადიცია და განსკუთრებით გულიანი სტურათმასპინძლობა იცვლება, სალოცავებშიც ძირეული ცვლილებებია... ურთიერთობებიც კი დისტანციური...
-ეს ხომ არ ,,გაყინავს“ უკვე იზოლირებულ სამყაროს?!
ამაზე ცუდი რაღა უნდა მოხდეს ვფიქრობ და მახსენდება „ამ სამყაროში ყველაზე საშინელი ,შვილის საფლავისაკენ მიმავალი გზაა“-ღმერთო ამაზე ფიქრიც კი შემზარავია, შეღონებული ვლოცულობ და ვევედრები ღმერთს არცერთი დედა აატიროს შვილის ტრაგედიით,თუმცა ისეთი ამოუხსნელი დრო დადგა უმისამართოა ცრემლის მიზეზიც და მიზანიც. დღევანდელი მოვლენების ფონზე ატირებული შვილები ვნახე, რომლებმაც საზღვარი იმიტომ გადმოკვეთეს რომ მათი ნატვრით გარდაცლილი დედა უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ, მაგრამ სავალდებულო ორკვირიან კარანტინში მოხვდნენ და... ახლაც თვალწინ ხუთი წლის პატარა დამიდგა, სლუკუნით რომ ევედრებოდა ღმერთს_ ოღონდ დედიკო,ცოცხალი დამიბრუნე და მზად ვარ მშიერი დაძინება ვისწავლოო, ამ უკანასკნელთან კორონა არაფერშუაში იყო, ხელმოკლე ოჯახს საზოგადოებამ გაუწია დახმარების ხელი, შეგროვებული თანხით მძიმე ოპერაციის გასაკეთებლად უცხოეთში გადააფრინეს მაგრამ...
-ღმერთო შვილებს აჩუქე დედები და დედებს დაულოცე შვილები...
რაღაც უცნაური ლოცვა გამომივიდა,ცრემლები დაუკითხავად პოულობენ კალაპოტს,ეს ხომ ის სიტყვებია რომელსაც გული ვერ იტევს და ნებისმიერ ემოციაში მოედინება,ბაზალურ და რეფლექსურ ცრემლებთან ერთად.
არცერთ სამსახურში აღარ დავდივარ და ისეთი დაღლილი ვარ, როგორც არასდროს, მეძინება და ჩაძინება მიჭირს, ნეტა გაგვითენდება ახალი დილა? კარგა ხანს ვბორგავ, ვწრიალებ, ვდგები, მთელ სახლს ვათვალირებ, ყველას სუნთქვას ვისმენ, ცაზე ვარსკვლავები კიაფობენ, ვიძინებ: ეზოში ჟრიამულია, მხიარული ყიჟინა ისმის, ფანჯარას ვაღებ და სიხარულით ვიწყებ კივილს: ყველა ეზოშია, ბავშვიც და მოხუციც, მღერიან და მხირულად თამაშობენ, ზუსტად არ მახსოვს, მგონი დამალობანას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი