იზოლირებული
-დავიღალე, კი არა და გადავიღალე, თან ისე ძალიან რომ აღარც ხელფასი მინდა და აღარც მუშაობა,ოღონდ ცოტა ხანი სახლში დამასვენა და მეტი აღარაფერი მინდა!-ერთიდაიგივე ფრაზა, განუწყვეტლივ მეორდებოდა და იმდენად ხშირად მესმოდა რომ მივხდი მეც დავიღალე, თუმცა სანამ რამეს მოვიფიქრებდი, ახალი ეპიდემია კოვიდ19 იც გაჩნდა,ზოგი პირადაპირ ბოქსირებულ განყოფილებაში აღმოჩნდა,ზოგი კარანტინში და უმრავლესობა პანიკაში, თვითიზოლირებულთა ჯგუფში აღმოვჩნდი მეც. ჯერ იყო შიში, შემდეგ სიმშვიდე,თითქოს კარგიც იყო დასვენება, საკუთარ თავში გარკვევაც, როგორც იქნა მოვიცალე ფიქრისათვის,და პირველი რაც თავში მომივიდა ყველა ახლობლის მონახულება და გულში ჩაკვრა იყო, რატომღაც რია გამახსენდა,ის გოგო მე რომ ძალიან მგავდა,რატომღაც ჩემი და მეგონა,ამ საკითხზე მამასაც კი ველაპარაკე, ჩავიცვი და გოგოს სახლში ისე მივადექი შედეგები არც გამითვლია, -კარი გამიღო და გაოცებით დამპატიჟა,მინდოდა ჩავხუტებოდი,ალბად მიტევების სურვილი თუ იყო,უაზრო და უმიზეზო ეჭვიანობის გამო,იმიტომაც რომ მეგონა მძულდა კიდეც,ახლა კი როცა აღმოვაჩინე რომ არანაირი ბოღმა არ მქონდა,მომინდა გულში ჩავკვროდი და ამ დროს პანდემიიდან გამომდინარე ხელის ჩამორთმევაც კი არ შეიძლება,რაღაცნაირი უხერხულობა ვიგრძენი, არც ხელთათმანები მეკეთა, არც პირბადე, ვეღარც სათქმელს მოვუყარე თავი და ხმაამოუღებლად გამოვბრუნდი. გზად სასტუმროს ჩავუარე ,რომელიც კარანტინის ზონად იყო გამოცხადებული, უჩვეულო სანახაობა იყო, იზოლირებულნი აივნებზე გამოფენილიყვნენ და თითქმის ერთხმად, უცნაურ სიმღერას მღეროდნენ,დავაპირე ბანის მიცემა და უცებ ქართულ ჩოხაში გამოწყობილი ახალგაზრდობა მოედო ქუჩებს,მხარდამჭერთა გუნდმა ისეთი ჰარმონია მოიტანა, უნებურად ცრემლი წამომივიდა. -ღმერთო რამხელა სიყვარული და თავდადება შეგვიძლია ერთმანეთისთვის, გაჭირვებაში მტერსაც კი არ მივატოვებთ და რა გასაკვირია რომ სხვისი მხნეობისათვის საკუთარ უსაფრთხოებაზე ნაკლებად ვფიქრობთ. ინტერნეტს ჩავუჯექი და მსოფლიო პრობლემებს გადავხედე, უმძიმესი მდგომარეობაა ყველგან,არ გვინდა აღიარება თუმცა ფაქტია რომ ცოდვამ დაამძიმა სამყარო... პანდემიამ მოიცვა თითქმის ყველა ქვეყანა, ყოველდღე იზრდება კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი,ჩინეთიდან წამუსულმა ველურმა ინფექციამ ფატალური შედეგები მოიყოლა, ქვეყანაში ცხადდება ვირუსის შეკავებიდან უკვე გავრცელების დინამიკა...ამ დროს კი შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები,რომლებიც მზად არიან საჭირო დროსდა საჭირო ადგილას საჭიროებისამებრ წვლილი შეიტანონ სათანადო პრევენციების განსახორციელებლად.განსაკუთრებული მხარდაჭერა 60 წელს ზემოთ ადამიანებს, საბედნიეროდ ბავშვები არ არიან მოწყვლადი ჯგუფი, სამწუხაროდ საქართველოში არსებული 35 ინფიცირებულიდან ერთი 12წლისაა, იტალიაში კი სადაც უმძიმესი მდგომარეობაა ახალშობილი დაინფიცირებული დაიბადა... კორონამ მოიცვა მთელი დედამიწა, 2020 წლის 17 მარტის ჯონ ჰონკინსის საიტის მონაცემებით მსოფლიოში 183,398 ადამიანია დაინფიცირებული, 7, 171 გარდაცვლილი, სასიამოვნოა ის რომ უკვე გამოჯანმრთელებულია 79,756, ესაა დაახლოებითი მონაცემები 141 ქვეყნიდან სადაც დღეღამეში 879 ადამიანამდე კვდება. ვირუსთან საბრძოლველად მობილიზებულია სამთავრობო აპარატი, არა საგანგებო რეჟიმში, თუმცა საგანგებო რეჟიმით მუშაობს ყველა სტრუქტურა. სხვა პრევენციულ ზომებთან ერთად იზღუდება მიკროავტობუსების გადაადგილება, იხურება ფიტნეს და სპა ცენტრები, იხურება კაზინოები, ბარ-რესტორნები,დიდი თავშეყრის ადგილები,გახანგრძლივებული არდადეგებია საბავშვო ბაღებში,სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში,რომლებიც ნელნელა ონლაინ რეჟიმზე გადადიან, საკარანტინო ზონაშია ასამდე ადამიანი,თვითიზოლაციაში თითქმის 2000მდე, ყოველ წუთს იცვლება პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან, თავი ისე მიჭირავს ვითომც არაფერი,მაგრამ ვგრძნობ რომ ძალიან ვითრგუნები,მესენჯერში ვრეკავ და ახლობლებს თვალებით ვეფერები,რამდენი ჯგუფია: სანჯაღას ბადიშები, ბოლიბეგის არმია, მეგობრები, მეზობლები, კლასელები, ტრენინგცენტრი მწიგნობარი, ჩვენი ხმა და ყველაზე პოზიტიური ჯგუფი ონავრები, სადაც მშობლების კითხვიან მზერას თან ერთვის პატარების პოზიტიური განწყობა. აუღწერელი სურათია ქვეყანაში, ყველას ვისაც ფეხზე დგომა შეუძლია,საკუთარ აივანსა და ფანჯარაზე გადმომდგარა და სამედიცინო პერსონალის მიმართ მადლიერებას ტაშის დაკვრით გამოხატავენ.უკვე ჰიმნივით ერთხმად აჟღერებენ თვითიზოლაციის წესებს: რომ უნდა იყოთ თვითიზოლაციაში ა) თქვენს მიერ დასენიანებული რეგიონის დატოვებიდან და/ ან ბ) COVID-19 ის მქონე ადამიანთან უკანასკნელი კონტაქტიდან, 14 დღის განმავლობაში. თქვენი ზოგადი მდგომარეობა არ საჭიროებს საავადმყოფოში გადაყვანას, ამავდროულად საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ ვალდებული ხართ დაიცვათ ის წესები, რომლებიც ქვემოთ არის ჩამოთვლილი. 1. დარჩით სახლში თქვენ, ან მურვეობის ქვეშ მყოფი ადამიანი უნდა დარჩეთ სახლში. ნუ წახვალთ სამსახურში, სკოლაში, ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ან ტაქსებს, სანამ არ მიიღებთ ინფორმაციას, რომ ამის გაკეთება უსაფრთხოა ან სანამ არ გავა უკვე ხსენებული ვადა (14 დღე). დასაშვებია, საკუთარი ავტომობილით სარგებლობა, იმ შემთხევვაში თუ იმგზავრებთ მარტო და პერიოდულად გაანიავებთ. თუ დაგჭირდებათ სურსათი, სხვა საყიდლები ან მედიკამენტები, დახმარება სთხოვეთ სხვა ადამიანებს. გარდა ამისა, საყიდლები შეგიძლიათ შეუკვეთოთ ტელეფონით ან ინტერნეტით. მიწოდების ინსტრუქციაში უნდა აღინიშნოს, რომ საყიდლები უნდა დარჩეს გარეთ, კარებთან, ან ისე, როგორც ეს შესაფერისია თქვენი სახლისთვის. 2. ნუ გექნებათ კონტაქტი ოჯახის წევრებთან*/განცალკევდით თქვენს სახლში სხვა ადიანებისგან თუ მარტო არ ცხოვრობთ, მოთავსდით ცალკე იზოლირებულ ოთახში, სადაც არის კარგი ვენტილაცია და ფანჯარა, რომელიც იღება. დახურეთ კარი. გამოიყენეთ ცალკე აბაზანა, თუ ეს შესაძლებელია. თუ ამის საშუალება არ არის, აუცილებელია რეგულარული გაწმენდა. თუ ცალკე სველი წერტილი არ არის ხელმისაწვდომი - რიგრიგობით უნდა იყოს გამოყენებული- ანუ თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სველი წერტილი ბოლომ უნდა გამოიყენოს და შემდეგ ისევ კარგად გაიწმინდოს. თვითიზოლაციაში მყოფი პირი უნდა იყენებდეს პირსახოცებს (ხელის, სხეულის), რომელსაც ოჯახის სხვა წევრები არ გამოიყენებენ. თუ ცხოვრობთ საერთო საცხოვრებელში (საუნივერსიტეტო საცხოვრებელ ოთახში ან მსგავს ფართში) საერთო სამზარეულოთი, სველი წერტილებით და საცხოვრებელი ფართით, უნდა დარჩეთ თქვენს ოთახში, დახუროთ კარი და ოთახიდან გამოხვიდეთ პირბადით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. თუ საერთო სამზარეულო გაქვთ (მაგალითად საუნივერსიტეტო საცხოვრებელ ოთახში ან მსგავს ფართში) შეძლებისდაგვარად, თავიდან აიცილეთ სამზარეულოს გამოყენება, სანამ იქ სხვა ადამიანები იმყოფებიან. თუ ეს შეუძლებელია - გაიკეთეთ პირბადე. შეიტანეთ თქვენი საჭმელი თქვენს ოთახში და იქ მიირთვით. თქვენს მიერ გამოყენებული ჭურჭელი და დანაჩანგლი გარეცხეთ სარეცხი საშუალებით და თბილი წყლით და ცალკე პირსახოცის გამოყენებით კარგად გააშრეთ. თუ გაქვთ, გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა. თუ ამ რეკომენდაციების შესრულება შეუძლებელია, სახლში თვითიზოლაცია არ უნდა მოხდეს. 3. ექიმთან მისვლამდე გაიარეთ სატელეფონო კონსულტაცია სამედიცინო დაწესებულებაში თქვენი ყველა ვიზიტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს თქვენს ექიმთან; მისვლამდე წინასწარ დაურეკეთ მას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საავადმყოფოში ან სამედიცინო დაწესებულებაში გაატარონ შესაბამისი ზომები, რომ შეამცირონ სხვა ადამიანებთან თქვენი კონტაქტი. 4. მითითების შესაბამისად გაიკეთეთ ნიღაბი გაიკეთეთ ნიღაბი, როდესაც იმყოფებით ოთახში სხვა ადამიანებთან ერთად და/ან ასევე როდესაც მიდიხართ სამედიცინო დაწესებულებაში. თუ თქვენ ვერ ატარებთ ნიღაბს, მაშინ ნიღაბი უნდა გაიკეთონ თქვენმა ოჯახის წევრებმა, როდესაც ერთ ოთახში იქნებით. 5. ხველის ან ცემინების დროს პირსა და ცხვირზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი ხველის და/ან ცემინების დროს პირსა და ცხვირზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი. გამოყენებული ცხვირსახოცები მოათავსეთ ცელოფნის პარკში (იხ. ქვემოთ პუნქტი 10, ნარჩენების მართვა) და დაუყოვნებლივ დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, შემდეგ კარგად გაიშრეთ. მომვლელებმა უნდა დაიბანონ ხელები და ასევე დაეხმარონ იმ პირს, რომელსაც ისინი უვლიან - დაუყოვნებლივ გადააგდონ გამოყენებული ერთჯერადი ცხვირსახოცი. 6. დაიბანეთ ხელები დაიბანეთ ხელები და დაეხმარეთ იმ პირს, რომელსაც უვლით. ხელები დაიბანეთ ხშირად და საფუძვლიანად საპნითა და გამდინარე წყლით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, და შემდეგ კარგად გაიშრეთ. იგივე წესი ეხება ყველას ვინც ჩართულია თვითიზოლირებული ადამიანის მოვლაში ან მომსახურებაში. თუ ხელი არ გაქვთ დაბანილი, არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს და პირის. 7. არ გამოიყენოთ საზიარო საყოფაცხოვრებო საგნები არ გამოიყენოთ საზიარო თეფშები, ჭიქები, ჭურჭელი, პირსახოცები, თეთრეული ან სხვა ნივთები; იგივე წესებს მიჰყევით, თუ უვლით სხვა ადამიანს. ნივთები გამოყენების შემდეგ, კარგად გარეცხეთ ისინი საპნითა და წყლით; თუ გაქვთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოიყენეთ ის ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის გასარეცხად. გასარეცხი ტანსაცმელი, თეთრეული და პირსახოცები უნდა მოთავსდეს ცელოფნის პარკში და მათი რეცხვა უნდა მოხდეს განცალკევებით. 8. შეძლებისდაგვარად დააკვირდით თქვენს სიმპტომებს (ან იმ პირის სიმპტომებს, რომელსაც უვლით) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, მაგალითად, თუ გიჭირთ სუნთქვა ან თუ იგივე დაემართა იმ ადამიანს, რომელსაც უვლით. თუ ეს გადაუდებელი არ არის, ჯერ დაურეკეთ თქვენთვის დანიშნულ სამედიცინო საკონტაქტო პირს, თქვენთვის მიწოდებულ ნომერზე. თუ სიტუაცია გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს და სასწრაფოს გამოძახება მოგიწევთ, აცნობეთ ოპერატორს, რომ თქვენ იმყოფებით თვითიზოლაციაში (იგივე პრინციპი გამოიყენეთ, თუ საქმე ეხება იმ ადამიანს, რომელსაც უვლით). 9. ნუ მიიღებთ სტუმრებს თქვენს ბინაში, სახლში უნდა დარჩნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობენ. ნუ მიიღებთ სტუმრებსა და მნახველებს. თუ მიგაჩნიათ, რომ ასეთი აუცილებლობა არსებობს, განიხილეთ ეს საკითხი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტთან. თუ სასწრაფოა ისეთ ადამიანთან დაკავშირება, ვინც თქვენი ოჯახის წევრი არ არის, დაურეკეთ და ესაუბრეთ ტელეფონზე. 10. როდესაც გყავთ შინაური ცხოველები თავი შეიკავეთ თქვენს შინაურ ცხოველებთან კონტაქტისგან. თუ ეს გარდაუვალია, დაიბანეთ ხელები კონტაქტამდე და მის შემდეგ. 11. ნარჩენები ყველა ნარჩენი, რომელიც კონტაქტში იყო პირთან, გამოყენებული ცხვირსახოცების და პირბადეების ჩათვლით, უნდა მოთავსდეს ცელოფნის პარკში და ავსებისას თავი შეეკრას. ამის შემდეგ ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში და თავი შეუკარით. ასეთი ნარჩენების პარკში არ ჩაყაროთ საკვების ნარჩენები. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნარჩენების გადაყრა საერთო წესით. ეჰ, ვკითხულობ და არ მჯერა,ქართული მენტალიტეტი და ე.წ. წესები?! ღმერთმა ქნას შევძლოთ. ვახშამი გაუგემურდა,ისევ მიმდინარე ამბებს ვავლებ თვალს, ამ ამბებში ისე ვიყვინთები არ მახსოვს როდის და როგორ დავაადდი, ონლაინ ვირუსი თუ დამემართა, თავს ცუდად ვგრძნობ, ტემპერატურის შემოწმება არ მინდა და პირდაპირ საკარანტინო ზონას მივმართე,სტაციონალში ყოფნის დრო არ მახსოვს,მოვლენები ბუნდოვნად გადაება ერთმანეთს ,,ვერ არის ეს კარგად“ , ფუსფუსი გარშემო, წუხილი, გადარბენები, შემდეგ იყო ხმაურიანი აპარატები და გულის გაჩერება! შემდეგ კრემაციის მოლოდინი, გვიანდელი ნეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დაკრძალვის წესი, ყველაფერი კი სხვაგვარად ვითარდება, ჩემს გვამს ოჯახში მიასვენებენ სადაც მთელი საახლობლო და სანათესაო შეკრებილა, მოთქვამენ და ეხვევიან ერთიმეორეს, ღმერთო რატომ არავის ახსოვს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ყველაფერს მაინც ისე აკეთებენ როგორც ადრე, შფოთვა მერევა, მე ერთი მივდივარ, თქვენ რამდენი ხართ, ხომ შეიძლება ერთმანეთს მოუფრთხილდეთ, აი,დედაჩემიც ჩამოსულა სოფლიდან, თოვლიანი მთა გადმოულახია, აკრძალული გადაადგილების წესი დაურღვევია, ოი რა დღეში არიან, -მკვდარი მაინც დამასვენეთ რა,აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა... სიმართლე გითხრათ ახლა მედპერსონალზეც ვბრაზდები: ყველაფერი იღონეთ და თქვენ დალოცვილებო ბარემ სხეულიც დაგეწვათ,ტირილი და მოთქმა უამისოდაც მოხერხდებოდა... -არა რა, ახლა უნდა ავდგე, ავდგე და ისედაც გაუცხოებულ სამყაროში კიდევ რაღაცები შევცვალო !- ვამბობ და თან თვალებს ვახელ. უი, გათენებულა, _რა უცნაური სიზმარი იყო ვფიქრობ ხმამაღლა , კარებს ვაღებ და იზოლაციის საზღვრიდან გავდივარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
კარგია ნაზი!