არ მინდა ვიფიქრო ...
არ მინდა, ვიფიქრო შენზე, რატომღაც მეშინია ფიქრის, “შენ გიყვარს”, – მომკივის ქარი, მომკივის და სადღაც მიჰქრის. მინდა, დავემალო ფიქრებს, ჩრდილში მოვაქციო სახე, რომ არ წაიკითხო უცებ ის, რაც გულში დიდხანს ვმალე. არ მინდა, ვიფიქრო შენზე და მაინც მომკივის ქარი. შენ გიყვარს, შენ გიყვარს, გიყვარს, ჩურჩულებს ყოველი წამი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი