ტატო


და მერანი მიქროლავდა სადღაც,
მოგკიოდნენ: საით, ტატო, ტატო...
სიჭაბუკემ ცრემლად ჩაიარა,
მარტოსულო და ობოლო ტატო.

ავედრებდი სავედრებელს ყველას,
ზეცის თვალი იღვრებოდა ცრემლად,
ვინ უწყოდა, შენ რა ცეცხლი გენთო,
მარტოობა და ობლობა გეძმო.

ღამის შუქზე ლანდს შეჰყურებ ნატვრით,
გვიანია, ხის ჩრდილები წვანან,
თუმცა მაინც ვეღარ მიხვალ, ტატო,
ჭავჭავაძე დადიანებს გაჰყვა.

და მერანი მიჰქროლავდა სადღაც,
და საყურე ირხეოდა ყურზე,
შენი სულიც, ალბათ, მერანს გაჰყვა
უკვდავებად დედამიწის ზურგზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი