უშენო ღამემ ...


წვიმამ და სიზმარმა დაწერეს ლექსი,
მე იგი უბრალოდ ავკინძე გზაზე,
ჩემს ფიქრებს მძიმე დაჰქონდათ ფრთები,
დრო კი ითვლიდა ულმობლად წამებს,
წვიმამ და სიზმარმა დაწერეს ლექსი...
ლექსი დაწერა უშენო ღამემ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი