ცელქი ქარი
ცელქმა ქარმა შემიბნია საკინძე, ამიწეწა ბოლოები კაბის, ცელქი ქარი ნაზად მომელამუნა, ხის ფოთლიდან დამაყარა ნამი. გაიქროლა, თან წაიღო ოცნება, ფიქრები და იმედები ხვალის, შენზე ფიქრმა ჩუმად განმამარტოვა, მდუმარება, ვიცი, მალე დამღლის. ცელქმა ქარმა შემიბნია საკინძე, მერე შენსკენ წამოვიდა სწრაფად, მოგიტანა ფიქრები და ოცნება, ჩემი გულის იდუმალი ზრახვა. ცელქი ქარი ჩუმად მომელამუნა და თან ყურში ჩამჩურჩულა ნაზად- შენი ფიქრი, შენი სევდა, ოცნება, ჩემთან ყოფნის იდუმალი ზრახვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი