მირზა გელოვანს
ჩამოვალ და დავუჩოქებ მარმარილოს და ტუჩებით შევეხები მიწას, ჩაგჩურჩულებ: დამაბარა სიყვარული მშობლიურმა საქართველომ, მირზა! გადავაბნევ უცხო მხარის საფლავებზე ჩემი, შენი, მისი მხარის მიწას, ჩამოვალ და დაგიჩოქებ მოწიწებით ყველა დროის უკვდავ პოეტს, მირზას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი