დადა უკონტექსტო მაიმუნი
სწრაფი მწყემსის დღიურიდან მთელი ეს დრო მხოლოდ რიცხვებს ვითვლიდი. აქ რაღაც გაუთავებელი აყლიოზური დუმილი ჩამოაწვა ხის ტოტებს და რაღაცაზე ეღიმება. უცნაური სოფელია დადა. ამწამს ვხედავ როგორ არქმევენ დედის საშოდან ახლადგამომძვრალ ბავშვს სახარებას. სახარება ეხმარება დადას [აქ სამწამიანი პაუზა] ვისი ფასის საზომია პოზა, ჭარბი დოზა გახდა მრევლის მეტამორფოზა, დღეს მე მწყემსად ვევლინები ამ გზას წერს ავტორი ჩემი ამბის ბოლოდ: მე ვფიქრობდი რომ ვითვლიდი იმ ცხვრებს მაგრამ იმ ცხვრების თვლა რიცხვების თვლა ყოფილა მხოლოდ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი