კინო


ხმიან მიწაზე აქ იწყება სხვა სამი ფერის გასამძიმრება, ქუდები ერთხმად შემძიმდება სიმებზე, სიგარეტზე, მუშტებად შეკრული პარაშუტები უმეტაფორო მეტროებში მეტ ტროას ვეღარ ნახავენ, ხმა ვერ წვდება მახვილებს, აწმყო ამხილეს ედემის ხილის სამხილებით, აი თუნდაც სულ ერთი დღის მოსე მიხოხავს პარაშუტიან ცაზე და გზადაზგა ისვრის შაქარყინულის სეტყვას სიტყვებად ტყვეობაში გამოხდილი იაგერის სამწამიანი თამაშით სამადვე გაშლილ მინდვრის თაფლად ვდგავარ წრფივ ყვავილებთან უკვე მერამდენე გამოსალმებით და ამჯერადაც ჩვენ მაინც ვერ დავბრუნდით სახლში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი