ავტორის ფოტოაღსარება
ვირთხები, გვირილები, ვივლი ვივლი და დავბრუნდები იანვრის ველებზე. უხვი მეთევზე ისევ აქ დგას, ლექსებით, მატარებლით. მწყემსები მწყემსავენ მუსიკას. მე რელსებს ვცდები და გზიდან ვუხვევ, ისევ, სიზმრებს მივსდევ და მთები მითებად თმები ნაწერად მეშვება ვეღარ ვანათებ იმ მზეს და ფერწერას ვრგავ მე ხიდზე. ვირთხები გვირილები ისევ და მე ვწევარ ამინდზე. მე ვარ სამიზნე ველური ვარდის და ნაცვლად ამისა მღვრიე ღამისა მე ვწერ ამინდზე. გვირილები ვირთხები ჩრდილებად მივყვები ბაზას, ვიცვლი რიცვებს და ვითვლი იმ ცხვრებს მე რომ ცხვრების თვლა მეგონა ისევ. ვირთხები, გვირილები, მითები ყვავილებად, რითმები ამებიდან წამის სვენებამდე და მე ვეღარ ვათბობ იმ მზეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი