ფუძის ანგელოზი ანუ დედა მიწა


მე ვეღარცერთი გზით მოგზაური უკან დავბრუნდი და ახლა იწერება ის ექსპოზიცია მარადიული სულის ერთადერთი ქალამანი რომ მიუძღვოდა როგორც მინდვრის თაფლით დაღვრილი დაღლა ჩემი საძირკველიდან. ზევიდან ფანჯრებამდე მხოლოდ მძიმე კვალია, შორეული ნათლია ჩემი მეგობარი როგორც მთრობარი მეწამული კენკრის წვიმა ბიბლიური შობით. აზრთა გმობით აღარცერთი გზა არ იცდის ვისთვისაც ხმა არ მიჰქონდათ დროში ისრებს. მე ფიქრები მეშლება, ასე ფიქრობს დედაჩემი, არასწორი ჩასახვით უკანასკნელ ქვაზე მიმაბეს მეც აქ სამარხებს შორის ვდგავარ როგორც გამტარი უმწვავესი რიტმის წრიულის და მარტო მდგარ წრფივად ამოზრდილ ყვავილებთან ფიცს ვდებ და აქ შედგა პირველადი მოცემულობა პიკანტური დუმილით რომელიც არ ცვლის აზრს რომ წვიმამ გადაიფიქრა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი