Metro Manifesto
ზოგიერთი ფერი მმანიფესტირებს. ფერში გახვეული დღიური მადლიერების, მშვიდი ტრაგედია. გაბრიელის სულში რამდენიმე სხეული ყველა ღმერთის ერთი ერთეულია. მე ვყვები ბგერებს ვარდი მაბერებს იმ ერთადერთი ვარდნით. მე დავიჯერე ქარი ვარ ნელი აღმოსავალი ცა სამშვინველი ველურ გამვლელი. გამომეცხადა ბაღი და ცხადად მე ღამით ვნახე სახე. კორპუსი ზღვაში სხვა გადასხმაში ვარდი ხილვებში სულ სხვადასხვაში ვნახე. მართლა მოხდენა, ვირთხები გვირილები ვაგროვე ვინილები და მე დამედევნა სახე. ღამის პოეზია ყველა მოსესია მოსე დღემდე მარხავს მარხილს. ამხილეს სახელით ვიპარავ სხვა ხელით ჩემთვის გზად აკრძალულ ამ ხილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი