სიზმარიო


თითოეული ფერები ჩემი მოგონილი ფერიებია. ერთი მთლიანი ასი პროცენტი ასე პროცენტი თითოეულ ცენტის ერთი მთელია. თევზისფერია ვერ მოერია ერთ მთლიან სივრცეს. დრო გონებაში მოგონებაში მთლიანობს თევზისთვალებაადამიანობს. ატომი ატომს სივცეში შეხვდა თუ შეხვდა ბადებს შეხვედრის ყარყოფას? დროის გაყოფას გახლეჩილ წამად არ ღირდა ამად ატომი ჩემი პირველქმნილტომი უხმო პროტონი. სახლი ვარ დავდივარ ნეირნონს ვგავარ არაფერს იტყვიანო ნამიან ადამიანო, ვეღარ დავდივარ სანტიმეტრს დაყოფა გაუწერია გზა საკუთარი თავისკენ სივრცეში ერთი მთელია თევზისფერია ყოფდა ნაპირებს ყოფნა ამხილეს ათას არყოფნად, თაფლის ტალღებად თევზისთვალება ადამიანო
იქნებ ტბაშია ღმერთის საუფლო ღმერთო მიშველე ვყვიროდით როდის სიმშვიდე მოდის წყალი დადნება სივრცე ანდებად დრო კი დროშია უდროშო გზაზე, არც მიწა არაქვს არც სამშვინველი ქარია ნელი როგორც პროტონი არდაბადებით უაწმყო წამის გადავადებით ტბაზე შიშველ მეს ათხოვეთ ფარდა სიზმარი სადღაც აქვე გათავდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი