კარნავალი


ყვავილები იზრდება ჩემი კანიდან, ასე ვკვდები და მერე კანზე ყვავილები იზრდება ისევ თავიდან,
გავახილე ბალახი, ზღვის ამბავი გადამხდა.
მამაჩემს ბავშვობაში რაღაცის ეშინოდა.
გარღვევა
ცაზე ვნახე ზღვის შენობა.
პირამიდა ველოსიპედები და მშვიდი ტრაგედია სიზმარში, არაფრისმთქმელი ჩემი სახე ტელეეკრანიდან ისევ ჩავრთე თავიდან. იქნებ დილა იქნება. თებერვალი იყო სუსტი გამჭვირვალე მინა მყარი დაბრუნდება ცა ზამთარი მთვრალი. 
მიწას მოწმობს სერაფიმი ბირთვულ ხიდებს სერავს წრფივი მზე-ყვავილი-თევზი გზაში ბურთი ცაში ჯიბე მიდევს რაღაცაში დაბრუნდება ბიძაჩემი სიმსივნური გეტოების პალატაში. ცაში ვაშლი ქრისტე არ შლის ჩემს ნაგებ გზებს და მზეს დავსდევ იანვარში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი