სახელი


გამტარ მიწაზე ციანიდებიდან ციდან ინთებიან ბირთვები, ბავშვები გაშალეს მიდვრიდან, მივდივარ, ქარი ვარ გზაზე კრისტალი ვარ მე ციდან ვეხსნები მეხს. მე სიზმარი დამესიზმრა ვგავდი ალუბლებს რომ ცაზე აღარცერთი ფრენით ვხურავ დამწვარ ვანდალებს. და მეს და ეს დაესიზმრა მე მესიზმრა ღამე. რამე მშვიდი წრფივი წყვილი ორ-ყვავილი ტაეპებს, გამტარ-ციდან დაეძებს ქნარი-ღმერთი ღამეს თეთრს თეთრი რომ ღმერთი ყველა სხვა ფერი ფერები მიწის დამშრალი ვიცით ვიცით ჩვენ მოვა სიზმარი დღეს. მშვიდი და ნელი და სამშვინველი ნელა გამვლელი დაეძებს ღმერთს. მე რომელიც ვისვრი კვარცებს მასაფლავებს თავი ჩემი დღეს ველურ მზეს დაიტევს მიმოზებს და იმ ერთს მიაგავს მაბრმავებს. მე ბრმა ვერს ვერავის ვერასდროს ვაშენებ ვამევებ ვანელებ ეს მქვია ველურ ღმერთს. მითხარით ამბავი მე მთაზე ვარსკვლავი ვიპოვე, გავათბე და ვთლი დღეს მზეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი