უსიზმროებით ბიჭი პიქსელის თოვლში
გამისამდება სამება, იების ნუშით წამება მდევდა სიზმრიან ქარში დარბის დარბაზში ბავშვი. ვაშლი რომ ვზიდე ყოველი ცოდვით მე ზღვის შვილი ვარ გამიშვით მშვიდად, იძინე ძილით იმდენი მინდა ვარდები მინდა იის მინდვრიდან. სამი რომ წამი განაწამები მე არ ვთქვი სიტყვა ვის მიერ თქმული მდინარე კაცად ხატად სამება ყოველ ტბას ხავსად ვარ მოდებული ცა ვარ წრიული. მიბმული კედელს ჯვარი გამარკრეს ჯვარი აცვეს ჩემს სხეულს დახეულს თევზზე იანვრის ძაფით დახვეულს. ქრისტე ინახავს ჩემს სახელს თითქოს მე ზღაპარი ვარ ჩაძინებისას სამოთხის ყველა ფოტოალბომში ძილინებისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი