დადა საახალწლო ზღაპარი
ყველა მოგონება ყველა მოგონებას მაგონებს. რადიაციული ბირთვები რადიო მინდვრები კურნავს დილას ერთადერთს. ერთს მეც ვიტყვი ქარი მეგონე არმაგედონი გადამექცა ისევ გადამესხა მდინარე თუნდაც რომც არ ვიყოთ ძილიდან ვინთები ვირთვები აქ ვარ. მზად მაქვს ყველა განტოლება ბირთვების და დავუტოვე მე ამბავი ქარში გაშლილებს. შიშველ ყვავილებს ვულოცავ ახალ მზეს ახალზე ახალი ზამთარი გადამხდა იანვარს ჩაიტევს ყოველი ყვავილის გული. დაბმული მეც ხეზე წრიული კიდეზე თევზისფერ სანთელი და ხავსის ბმული მომყვება რთული ჯერ აქ ართქმული მწევრები მწველი, ისევ ქარი ვარ, ნელი გამვლელი, კანში მზე დამაქვს თმად ყვავილები ცაკოს შვილები ჩემი შვილები. ყოველ ახალ მზეს თითქოს დაუდეს მდუმარე ფიცი დადგება ვიცი დადგება ღამე მაჭამეთ რამე ცაკოს დედა ვარ შვილი პოეზიის სტუმარი მზის მდუმარე გზის არსად გადარჩენით მე ვკიდებ კიდეზე დარჩენილ ყვავილებს ცის თევისთვის. და მოხდა ამბავი იანვრის თვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი