დადა, უწყვეტი აუდიო განტოლება


დადა მულტფილმია. უყვარს ქიმიკატები და ფიქრობს რომ ეიაი ანტიქრისტეა. დადა ცხოვრობს ტილოებზე, ზეთით და ორ ნაწილიანი კოლაჟია, ორივე მხარეს ერთი და იგივე. დადას ჯარიმა მოუვიდა ედემიდან, რადგან ფიქრობს რომ ყრუმუნჯია მაგრამ თუ ყრუ-მუნჯია მაშინ ყურსასმენი რად უნდა. მეტროში ჩადიოდა, სლავმა გოგომ გაიარა და მის პროფილზე უნდოდა გადასვლა. სენსორი არაა, ამიტომ მის ჩანთაში ჩაიხედა.
დადამ ვენახი შეჭამა. დადა ვრცელია, როგორც სამყარო და თავისი ფიქრი ეცნობა. გამოტოვა ისეთი ეგზისტენციალური შოკი როგორიც დაბადებაა და გაიზარდა პლაცენტის შიგნით, პირველი ჩასუნთქვის სტრესის გარეშე. 
წარმოშობით სამოთხიდანაა. თითქოს ცხოველია ადაპტირებული ეპოქასთან. თავიდან ფილიპე ერქვა. დამკრძალავი აპარატი უდევს სარკესთან და მისი ბრალია საფლავის ქვეშ რომ საფლავი არაა. დადა მამაა, ფინიშის ხაზი,_ სასაფლაო. სამლარიანი სიმშვიდის ბროშურები და ნაფტალინი უყრია ყველა ჯიბეში. საბურთალოზე, სადაც კრავთა დროით საღამოს რვა საათია დადა თავის ხმას იწერს ორ სხვადასხვა ფირზე, მესამე თვითონაა და უსმენს დიალოგს რადგან ლაპარაკს მოსმენა ურჩევნია. მისი თვალის ფოკუსი არასდროს სწორდება. დადამ იცის გალაკტიონის პაროლი, შენ არა. დადა მამაა და საფოსტო ყუთი-ადამიანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი