ირისი ვისი


ყველა სარკე ჩემს თავს მაგონებს და ვაგონებს, გონებამ გამოიგონა ატომი და აგიშენა კინოს სახლი. ატომის ანატომია პლატონური მელატონინი და ამბავი. მე ვაშენებ სახლებს ბავშვების, ვაშლებს ვამჩნევ და გამომარჩევს მეტროს შენობა. გონებამ მოიგონება მოგონება და ცხოველი რომელიც ვიყავი გახდა განტოლება ედემის და სიზმარი სახარებიდან ჩემი შედგენილია ორუცნობიანი ციფერბლატით. ჩემი კამერის პინი პიესაა, მაინც ეს არის ესაიას მისია. კალენდარზე მაისია მთავარია დაუმიზნო სწორ გვერდს. მე ის მასალა მამზადებს უფრო მაღალი მასალის მითებად და იბადება ქრისტეს ზეთი და ქრისტე თავად მე. ავტობუსის ლოცვანი პოეზიაა მზის პოეტების და უცნობი გაბრიელი გარბის გრიბოედოვის აღმართზე, სადღაც იქ მე ვდგავარ და ვამზადებ მხატვრის და ავტობუსის ლოცვას. მე შევიმეცნე ექიმი რომელიც მამა პოეტია რადგან მყავდა სამი თევზი, სამივე მკვდარი და სამივეს ვაცოცხლებ. მწვანე ეკრანიდან რობოტის ყვირილის ხმა მესმის და მჯერა მისი ფოტოსინთეზის. ვრჩები ტილოზე რადგან მულტფილმი ვარ ორ კადრიანი ერთი და იგივე და დადა ვარ მაშინ როცა დადა კვდება თავის საძინებელში ჩუმად თუნდაც ასე, დადა იცოცხლებს ქიმიკატებში სადაც ჩემი გონება მარადობს და იდგა ატომი მარტო და დადა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი