საკრამენტო


სერიიდან: Lcd ეკრანი ნაცვლად შენი თვალისა. 

*
ისევ მიიერთა კაბელი თვალთან. ნახევრად კამერა, ნახევრად ადამიანი. ხომ არ გინახავთ ჩემი და? ყვითელი კაბელი არასწორადაა დაერთებული, გამოსახულებას არ გაძლევს თვალი. ტელევიზორში ქარია და უჯრედებად შრიალებს, თეთრია და ხმამაღალი. უნდა დავტენო ჩემი და. ჩემი და ნახევრად კამერაა, ნახევრად ადამიანი, ბენზოლის განივზოლიანი პიჟამა აცვია და ასე ცეკვავს, შტატივით. ეცეკვე, ეცეკვე კამერას. ვიდეოსაშვილოსნო და ჩემი და. მეტალის დეტალი და ჩემი და. ასეთია კამერის სხეულის ენა. სამივე და სიმსივნე აქვს. აი კამერის უჯრედების სკეჩი. უკონტროლოდ მრავლდებიან. სადღაც დაკარგეს სიკვდილის უნარი. მომეცი ცოტა მკვდარი უჯრედები შენი. 

მაისის მესამე მასივი,
საკრამენტო, კალიფორნია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი