მჟავა


მე მღვიძავს ჰელიუმ ყვავილების გუგებში.



მოქმედება I

ვიღაცამ მზეს ფოტო გადაუღო და გაქრა. 

ახალი სიზმრის გმირებს კლავენ ძველი სიზმრების ძაღლები.



მოქმედება II

შიშველი მეზღაპრე პანტერას ჭამს. იერთებს ანტენას და თუნაც არ გჯერა მწეველი ფერმწერის ჩვენ ყველა ემსგავსა მას. არსაით მასავით სამობით იშობე შენ ჩარჩი ციფრული ცნობარის გულში. 

რენტგენმა იცნო სიზმარი ჩემი.

მე ყოველ დადა ყვავილში ვიზარდე თხრობით ფორმაში. ჩემმა მოგონებამ იელვა შენს ფეხში როდესაც შეეხე კამერის ტანს და გაგყინა კივილმა ყვავილის რომელიც ორგეას გავს. დადა ჭამს ბალახს და სადღაც ჩანს პოეტი, დადა დგას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი