ეთერი


საშვილოსნოში კაცი და სიზმრები ციფრებად სადაც სადღაც მეზღვაურმა შენი სახლი ატარა. პატარა დინება მიყვება დნება და ეღვრება შენი ტანი ლილია ყვავილის შიგნით. სადღაც ცაა და სალოცავი. დალოცა მარტმა სიყვარული შენი მე და ობოლი ვიღაც მარტო მყოფი ყოფილი და ცოფი. ადგილი შენი არსადაა არსაიდ. მასავით გაიშიშვლე სამივე ტანი და სამება ანბანი. ურბანული უმი მაკარონი, კეთრი, კაბელები საჭმელში და ანძაში მკვეთრი მდედრი ჩუმი სიზმარი ქართული ხმაური და სახელებად დამდგარი გაზაფხული. სად იყო და სად არა საკრამენტო პატარა მეზღვაურმა შენი სახლი ატარა. სიზმრები ციფრებად და კაცი საშვილოსნოში, ცოფი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი