ლილიებს


აფხაზი ჯამბაზი და საბურთალოს ხაზი როგორც იტყვიან “ღამე”. ანუ ეს ყოველივე ჩემი სიზმარი გახლავთ ყოველი თავისი ორ უცნობიანი გამოცანებით. სწორედ ისე არ გახდა შენი ჩემი როგორც ჩემი შენი არ გახდა ალისა. შიშველი მეზღაპრე ნახეს თქვენმა შვილებმა ჩემში გამიყვეს როგორც ჩაი და როგორც ზღაპარი. ილექება ზამთარი ჯიხურები ჩუპაჩუფსებში, საბჭოთა კორპუსები ტრუსებში და თითქოს დადა ყვავილების გულებში თვალები იზრდება, ფეთქავს და ეზრდება მაღალი ტანი ლილია ყვავილის მსგავსად. გაიყვეს შენი ტანი, ვწერდი მე, როგორც გაიყვეს საქართველო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი