ცხრა, როგორც სასრული


მე ვარ სნეული სული, მშვიდი, ეული, ალბათ რჩეული, არ მაქვს სხეული და უძილო ღამეების გიდი ვარ, არსად მივდივარ, ვდგავარ და უძრავად გიცდი წყვდიადში, ხავსში, გვალვაში და თუ არ მოხვალ ხვალ მე ისევ გადავახვევ დროს, რომელიც მხოლოდ ჩემს თავში არსებობს და გადახვეულ მოგონებას გავხვევ ჩემი გადახვეული თუთუნის კვამლში და ურცხვად მოვწევ შენს სურვილებს და გავხდები შენი უსხეულო ნატურა, ფანჯრებს დავხურავ და თუ გადაწყვეტ მოახლოებას ჩუმი ნაბიჯით დავიხევ უკან და გეტყვი: ხომ გახსოვს, სხვებიც ჩვენ ვართ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი