გაბრიელის თიადი მართალია


გაბრიელის თიადი მართალია, ნოტიოა ვნება ჩემი, შენსავით არავის შეძლებია თამაში,
გამახსენდა, შეგვიძლია ავტობუსს წრეზე გავყვეთ,
რამდენი ხანია ერთად არ გვისაუზმიაო დედამ, 
თენდება ვნება შენმიერება ზეცას მიება წელვადი სული, უბლანტეს რხევებს მე განდიდება არ მიწერია დიონისურითქო როდის დავწერე არ მახსოვს, შენმიერება გაბრიელია, მებადურად გამომეცხადა დილით ჩემივე ანარეკლი, აღარ მინდა აწმყოს ვკლავდე, მაპატიე, ავადმყოფად მყოფი გახლავართ, ავად ვარ.

თენდება თუნდაც თეთრ იყოს მთვარე, მთვარე მთვლემარე უთიადესი-მეთქი, 
უთიადესი გაბრიელია და გაბრიელი მართალია.
აღარ მინდა აწმყოს ვკლავდე. მე მებადური არასდროს ვიქნებოდი, ჩემმა ნოტიო ვნებამ მომაყტუა, ხომ იცი, ასეა როცა დიდხანს არ გძინავს. ჩემი გონება წელვადი მდინარეა, მე მეშინია ახდენილი ოცნებებისთქო მიწერია, მე კიარა შენ გეშინია ახდენილი ოცნებების. ნუ გეშინია, არის გზა.

რატომ აღარ თამაშობენ უფროსები?

თოვლი/ღამე ერთადერთი,
რატომ აღარ ვლოცულობ ძილის წინ და გახსოვს ის თოვლი?
ერთია ჩემი ყვავილიც.
უდროობა მოაქანდაკებს ჩვენს ღამეახდილ ყავისფერებას მაგრამ მე რომ დროში გაწელილი სიყვარული მიყვარს? მე კიარა ჩემს ნოტიოებას უყვარს დრო და სივრცე, მე უბრალოდ სიყვარული მიყვარს, 

პირველი მადლიერება მადლიერების იყოს, არა ბექა? გავალთ ჩვენ და რომ შემოვალთ კედელზე მიწერილი სიტყვები არ დაგვახვედროთ, ჩემი არაა მაინც ეს სახელოსნო, 

ხო, რა მინდოდა მეთქვა, 
ყველაფერი-თქო იმ სიზმარში და მერე ჩავვარდით, როგორ იყო?
არა, სხვა რაღაც მინდოდა მეთქვა, 
იცი, გაბრიელის თიადი მართალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი