ცის მჭრელი მოხუცი


შენ არ ხარ კვდომა. 
წამის განმეორება ხარ წარსულიდან კვლავ წამამდე. ვკლავდი კვალის ამღრევ მღვრიე სიზმრებს და აღელვებით აღარც მოტივი იყო წრფელი ჩუმი კარადის. აქ კარადის კვდომებს ვუსმენ ღამით და ვიწერ ფიქრებს ჭერიდან ნაწვიმს. ზღაპრებისგან დაზაფრული ბავშვების ფარდის ლანდი ვარ ჩემი ყოველწამიერი თხზვით სიცოცხლისა. კვდომა არ არის კარი. არც სიკვდილია მარადიული, შენ ცდები. აქ არის ის სამოთხე ასე უგზოდ რომ ეძებდა შენი ციური მოწყენა.
ყოველი შენი ყვითელი გაელვება ყრმა სამყაროს უყვება შენს მყოფადობაზე. 
არ იცი, მაგრამ აქ ხარ.
შენ ცდები ძვირფასო ცაებავ. 
ჩვენი არარა მეზღაპრედმყოფობა მხოლოდ საჩუქარია, ფერადოვნების გამტარი, ისეთივე ხანმოკლე არსით წრფელი როგორც ბავშვობა.
მაგრამ შენ ხომ ჯერ არასდროს ყოფილხარ ბავშვი.
მძიმეა სიმშვიდე ჩემი.
ჩვენი სული მეორდება.
დაბრუნდება ორი ბავშვი ტბასთან?
უჭირს ღმერთსაც ახლა.
თუ აირჩევ და მოკლავ ყვითელ ნათებას შენში?
დაკარგული წიგნი დღეს ოთახში ვიპოვე, ისევ. გზაზეც ხომ უნდა გვეცხოვრაო, ცის ირონიის მესმის.
სულ სხვა გვამები შემომხვდა დღეს გზაზე.
ჩემი ეკლესია-მეთქი,
მარადისი გარდავიცვი და იმ წამიდან ვიცოდი რომ არ კმარა ჩემთვის მარადიულობა. 
შენ რას იტყვი, 
ხომ იცი,
ცარიელ უდროობააზე მეტს აწვიმს შენი არსება. 
ალბათ ისევ დაბრუნდება ორი ბავშვი ტბასთან.
შესთხოვენ წყალს მძიმე სიმშვიდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
გარჩაპროგრამისტი7 თვის წინ

ძალიან საინტერესოდ წერთ ❤️
წარმატებები

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი