ექო ედემის
არაფერი, ვთქვი ყველაფერი, ქარხნის ნასუნთქი უთანხმოება მოება ქალაქს, ვერ ივსებს მარაგს საბურავის, კვამლის, მიმოცვლის, ნარჩენ კოლოფებს დღეს დომინო ცვლის, ცრის, არსად იცდის სილიკონის ატომი, სამგზის პატრონი ახლა სამგზაა, არარის ქარი არავითარი არც ერთი ღმერთი ცასთან ნაერთი, ცამ გზა დატოვა, ცაება შორი, ცა კვალი მიწის ზევსურ მინორი, სამრეკლო გაქრა, ფარდა მშრალია, მქრალია კვალი, არავითარი, არარას ზღვარი არც ათასგვარი დანიშნულება ჩაის პაკეტის, კოლოფის სველის, ამ ორგზას შორის ლანდი გამვლელის, ორგაზმი მშვიდი მწუხარე როგორც სიზმრებს შორის წამი სიჩუმის და სიჩუმეში ნაპოვნი ერთადერთი სიტყვის, სიტყვა მიდის, უსიტყვობა არა, არ კმარა ავტორს, არ თოვს, მაგრამ არც ართოვას აქვს აზრი ასეთს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი