24:24


ლურჯი. ასეთია დღეს ჩემი აღსარება. უფრო ლურჯი აქ მხოლოდ მიწაა. მიწა მე წამისფერ თვეს გამახსენებს აქედან გაჩენამდე. გაჩენიდან კვლავ წამამდე მხოლოდ მძიმე მწვანებაა. ფერი ლურჯი აქ გამოუკვლელი დარჩება აქ მხოლოდ გზა რჩება ოდნავი ზეთისხილი და მძიმე უსიზმროება რომელიც თავისივე კვალის კვლაა. სამყარო გასკდა, ასე ვთქვი და მერე ერთი ტყუილით დავუბრუნდი მიწას. 
მე არვარ წამი.
წმინდა ფრენები მიმაქანებენ ქანებს შორის მოოქროსფრად.
აღარაფერს ცვლის მავთულხლართი ცამდე აზიდული. 
ხილული მოგონება ორ გონებას იტევს.
თუ ილოცებ გადარჩები.
დარჩები თუ ჩამორეცხავ ტალახს განთიადისას.
მე ვეღარსად ვიძვრი.
ვზარდოთ ღმერთი ჩვენში თუ აქ ცაა მართლაც. მე არ მჯერა დროის.
ყავისფერი არსად წავა. მხოლოდ მიწა. აწმყო თენდება აწმყოდვე. წყალი სურვილებისგან კურნავს. წყვეტილი გადაწყვეტილება აქედან ცამდე. ციდან გაჩენამდე ცა-ლოდინი უკანასკნელის. ჩვენ აქ ვწყდებით მიწას ერთადერთს. კვალისფერი ჩრდილი ტოვებს განთიადს შორს. ვარკვლავთა მსხვრევა და აღარაფერში შობილი ჩვენ ვუბრუნდებით მწვანეს სიმწვავეს. არ დავბრუნდი. შეწყდა.
დღეს აწმყო მოთოვს მიწას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი