მყოფიერი
მყოფიერება. ეს იგივეა რაც ქაოსი მაგრამ ლათინურად უფრო შეჭმულ სიმწვანეს ნიშნავს. ამბობენ რომ ცა, როგორც ერთადერთი არსებული მნათობი კვალდაკვალ იმეორებს დედამიწის ციებას. აი მაგალითად, თუ თქვენ ხართ ბავშვი რომელიც ნაყინზე უარს ამბობს, მარტივი მისახვედრია ისიც თუ სად წაიღო ქრისტემ პური და თევზი. როგორც უკვე ვახსენეთ, ცა ციების ფერია უკიდევესი და ჯერაც შეუქმნელი თუმცა ვინ თქვა რომ ღმერთებს და მნათობებსაც ვიღაც უფრო ავტორიული ქმნიდა თავისდროზე. მეტსაც გეტყვით, დედამიწის ერთი მხრიდან ცაზე მუდმივად ჩანს ხილული ნეირონები. რაღაც ძალით ნეირონები ყოველწამიერად იზრდებიან და მერე მუდმივად უბრუნდებიან პირვანდელმყოფს. არის თუ არა მზე ღვთიურობის პირვანდელი სახე, ვკითხავ მდინარეს რადიაციის. არაერთი მნათობი შობილა ციურ დევნილებად დაცემულა და ისევ დეპორტული წესით დაბრუნებულა საწყისთან. მეც ასე. მე ვიწამე რომ ცა დალტონური ყავისფერია, ვიღაცამ კი წითელი წითელს შეადარა ყოველი კოცნით თავდაპირველი უარმყოფობით. ცა იშვა და ფერი გაჩნდა, ასე მიყვებოდა ბებია. რატომღაც ბებიაჩემი ზღაპრებს არ მიყვება, არც მიყვება გზიურ ყავისფერებას. ვერ გაამტყუნებ, ცხოვრებამ დააგდოვო, პანაშვიდზე ასე თქვეს. ის საზიზღარი მოხუცი, მოკრძალებული ფერადოვნებით რომ მალავს თავის მწუხრს. ვერ გამეგო რას განიხილავდა მრევლი, არადა მეც აქ მათი ლოცვის მოსასმენად ვიდექი მხოლოდ. დამავიწყდა ლოცვა, მაგრამ ეს არარის მთავარი, არა უბრალოდ სხვისი ლოცვით ვლოცულობ აი უკვე გაჩენიდან დღემდე. ვინ არის ეს მყრალი კარისკაცი, უცხო ნიკოტინარი, ეს სიტყვა ვითხოვე, საერთოდ, ნათხოვარი ცხოვრებით ვცხოვრობ რამდენი გაღვიძებაა უკვე. მე ვარ პასიური ქაოსის არქივი და ეს ჩემი ქრონიკებია იანვრის, დღეს მეგობარი სიტყვებს მიყოფს. ვუყურებ ახლა რაღაც თენებაგაშლილს და ვფიქრობ რაღაც სხვა ნელ ფიქრებს, ეს მე არ მგავს, იერემია დავარქვი ჩემს ახალ თმაგაშლილ სახებას რადგან წრეა მზეც და არამგონია შემთხვევით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი