მწვანე ოცდასამი
ოცდაოთხს შორის ოცდასამია. ცამდე წამია. ტექსტის კიდუროვან ბმებს მივყვები ქალაქში რომელიც არ იყო. გამიყოფ საღებავის სიტყვებს თუ კვდრატები კვლავ დასრულდებიან აბაზანის კედლებში. ბეთლემში არ იშვა ცა. ცა არცერთი და უკანასკნელი მხოლოდ სწორხაზოვანი კიდეა ჩემი სიმძიმის. იმეორე სიმწვანე. იმ მწვავე აღსარებებს მე გავატან შობას ბალახის. საკუთარი ტალახისგან ხსნის მცდელობებით დაღლილი ვწევარ მიწისფერ წვიმად. ფერი რომელიც შენ აქ დაგყვება შენი ლაქაა მარადისის კედელზე. უხვი მეთევზე. მე უსასრულობას ვერ შევები. სამყარო მყარია როგორც სიტყვებს შორის მძიმე სივრცე სარდაფისფერი და მიწადვე მკვდომი. შენ უფრო წამისფრად იშვი, მე უფრო ლურჯად. მოსაცდელ ოთახად ქცეულია ყოველი გაღვიძება სხეულის და სიყრმის ეულის. სიჩუმე აქ მხოლოდ წამია. სიჩუმე გვამია. გვამმა გვაჯობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი