ლიმფერი
მე უნებისყოფო კლოუნი ვარ კულისებიდან, მელანქოლიკი, ყველა ცით და წერტილიდან წერტილამდე არდაბადებით როგორც თამაში მძიმე სამარხში და აკვარიუმში მომწყვდეული ლაქა რომელიც უცდის თენებას არგადაღლილი სიზმრით და განაჩენიდან განაჩენამდე მთრობარე მისვლით წარ-სულში და მეგობრობის უტეხი ფიცით უკიდევესი ჩასახვით პანიკიდან, პიკის საათზე გრაფიტიდან ამონახსნი მღვრიე ფიქრებით იქ ვქრებით სადაც ცა იწყება რომელიც არც კი შობილა, მხოლოდ მიწა იწვა მეწამულ ხმაზე გარანტირებული მოხუცის ცხელი წვნიანიდან იფერფლავდა ფიქრებს რომელიც აქ არარის და არის ფანქრის კვალი ჩუმი სარკიდან ჩემს უკან მდგარი კედელს მიზრდილი მისტირი სიზმარს იანვრის მწუხრს ვერ გიფანტავს ვერცერთი კარი გირლანდებით დამძიმებული და უმეორებ უცნობ მოხუცს რომ აწმყოს არქივია წარსული და მთვლემარედ იღიმი ციდან, ხიდან ჩამოზრდილი საკვამურივით გლამურული კოცნა იწყება სახურავებით და ნიკოტინის გაცვლით კიდეზე რაღაც თეთრის და ღმერთის ჯიბიდან გადმოვარდნილი ფანქრით უსიზმროების ნელი თვლა, არშემწყდარი საყდარი სალოცავთან გათავდა და თუ არ მოთოვა იმ დღეს მე ფიცის გამტეხ ორსახოვან კლოუნად ვრჩები და თუნდაც ეს მე ვაღარ მაბერებს, მხოლოდ ქნარი ნიკოტინარი და სამმყოფელში ჩარჩენილი შობა მოხუცის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი